ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგიოსბაზე ტესტირება

ევროპული სტანდარტებით ავტოტესტირების უმაღლესი ხარისხი

გიორგი გახარია – ტექდათვალიერების ამოქმედება არ გადაიდება

ტექ.დათვალიერების ამოქმედება იგეგმება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან და არც ერთი დღით არ გადაიდება , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო სექტორის პრეტენზიებს გამოეხმაურა.


გიორგი გახარიას განცხადებით, საკითხზე საუკეთესო შვეიცარული კომპანია მუშაობს და ტექდათვალიერების ამოქმედებამდე სპეციალური კამპანიაც ჩატარდება.

„ამ პროექტზე მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შვეიცარული კომპანია SGS, რომელმაც სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულა და თუ არ ვცდები, მესამეს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. დაახლოებით, ოქტომბრიდან დაიწყება სპეციალური კამპანია ტექდათვალიერების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებისთვის.

ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთდროულად, ერთ დღეს გაიაროს ეს პროცესი. იქნება გეგმა გაწერილი ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ არსებობს ავტომობილების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ვალდებულნი არიან დათვალიერება გაიარონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებისას პირველი ნაბიჯი მკაცრი კონტროლი იქნება.

მინისტრი დაინტერესებულ პირებს მიმართავს, ვიდრე შვეიცარული კომპანიის მიერ საბოლოო პროექტი არ იქნება წარმოდგენილი, ნუ აყვებიან სპეკულაციებს და ნუ იმოქმედებენ ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება

შპს „ავტოტესტ გეორგია“ არის A ტიპის ინსპექტირების ორგანო - ტესტირების ცენტრი, აკრედიტირებული სსიპ       " აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი" -ს მიერ (აკრედიტაციის ნომერი GAC-IB-0049). იგი ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას შემეგი მიმართულებებით:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირება;
  • სატვისთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება;
  • გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება:
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთის გადასაზიდად გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება.

 

  ტესტირების ცენტრში ასევე მოწმდება:

  •    სამუხრუჭე სისტემა და მისი შემადგენელი ნაწილები.
  •    სავალი ნაწილი.
  •    ამორტიზატორების ეფექტური მუშაობის პროცენტულობა.
  •    მაშუქი ფარების შემოწმება და რეგულირება.
  •    დიზელის და ბენზინის საწვავზე მომუსავე ძრავების გამონაბოლქვის სიდიდეები.
  •    ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალ ღერძებზე მოსული დატვირთვები.